LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი კვლავ ინტერნეტ „მემედ“ გადაიქცა – 53 წლის მსახიობი ელეგანტური გამოჩენა

153
page

ბენ აფლეკი კვლავ ყურადღების ცენტრშია. მსახიობი ისევ ინტერნეტ „მემედ“ გადაიქცა. ბენი ლოს-ანჯელესის ცნობილ ადგილზე, Sunset Tower Hotel-ის წინ დააფიქსირეს.

ამჯერად 53 წლის ვარსკვლავი კლასიკურ სამეულში იყო გამოწყობილი, მის იმიჯს კი ტრადიციულად უჟმური, „ცხოვრებით უკმაყოფილო“ გამომეტყველება ასრულებდა.

ფოტო: „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – ბენ აფლეკი უცნობ ქალთან ერთად გადაიღეს

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ის პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში მედიისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად გადაიღეს. ყოველდღიურ სამოსში გამოწყობილი, ყავისფერთმიანი ქალი BMW-ს მარკის ავტომობილში ჯდებოდა, საჭეს თავად ბენი მართავდა. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუ ვინ არის აღნიშნული ქალი, თუმცა ფაქტია, ბენი ასეთ ვითარებაში საკმაოდ დიდი ხანია არ გამოჩენილა.

უჟმური ბენი დაბრუნდა – ბენ აფლეკის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები