ბრედ პიტის მილიონობით თაყვანისმცემელთა რიგს მსახიობიც ჯეიკობ ელორდიც შეუერთდა. 28 წლის ვარსკვლავმა ჯიმი ფელონის შოუში აღიარა, რომ მისი პირველი „ქრაში“ ვარსკვლავი სწორედ ბრედ პიტი იყო.
ელორდის თქმით, პიტის მიმართ სიმპათიები პირველად მაშინ გაუჩნდა, როცა მსახიობი ეპიკურ ფილმში „ტროაში“ იხილა.
„ჩემი პირველი ქრაში ბრედ პიტი იყო. ის მართლაც ულამაზესი მამაკაცია. ამის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა მსახიობმა.
ცნობისთვის, ჯეიკობ ელორდი ახლა ერთ-ერეთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ახალგაზრდა მსახიობია. გილიერმო დელ ტოროს „ფრანკენშტაინში“ შესრულებული როლისთვის მას „ოსკარის“ ჯილდოსაც უწინასწარმეტყველებენ. გარდა ამისა, სულ მალე მისი მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოვა, სადაც მას პარტნიორობას მარგო რობი უწვს.
ნამდვილი ბაღის ყვავილი – ჯეიკობ ელორდის ცეცხლოვანი ფოტოსესია The Wall Street Journal-თვის
