LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო საუკეთესო პერიოდი, მედალიონებში ერთმანეთის სისხლს ვინახავდით“ – ბილი ბობ ტორნტონი ანჯელინა ჯოლისთან ქორწინების პერიოდს იხსენებს

205
page

ანჯელინა ჯოლის ყოფილმა მეუღლემ, ბილი ბობ ტორნტონმა ახალ ინტერვიუში ანჯელინასთან ქორწინების პერიოდი გაიხსენა. როგორც ინტერვიუდან ვიგებთ, 70 წლის ბილი ბობი დღემდე ახლო, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს ყოფილ ცოლთან.

„მე და ანჯელინამ შესანიშნავი დრო გავატარეთ ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. დღემდე ძალიან ახლო მეგობრებად ვრჩებით. როცა შევხვდით, მე უფრო ცნობილი ვიყავი. ჩვენ პატარა მედალიონი გვქონდა, შიგნით კი ერთმანეთის ერთ წვეთ სისხლს ვინახავდით, ეს იყო პატარა რომანტიკული იდეა, მეტი არაფერი, მაგრამ მალევე მედიაში ვამპირებად შეგვრაცხეს. თითქოს მიწისქვეშეთში ვცხოვრობდით, ერთმანეთის სისხლს ვსვამდით და ასე შემდეგ“, – იხსენებს ბილი ბობი.

ექვსჯერ დაოჯახებულმა ტორნტონმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ძალიან ცივილიზებულად დაშორდნენ ერთმანეთს, მიზეზად კი განსხვავებული ხედვები დაასახელა.

ბევრი სიცილი და აშკარა ქიმია – დემი მური და ანჯელინა ჯოლის ექს-მეუღლე ფოტოობიექტივში

ანჯელინა ჯოლი ყოფილი მეუღლის ვაჟს საჩუქრებს დღემდე უგზავნის

„მე უკვე ძალიან დიდი ხანია მარტო ვარ“ – 45 წლის ანჯელინა ჯოლი პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები