ლეო ანთაძეს 12 ნოემბერს 93 წელი შეუსრულდა. მსახიობი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს თავს:
„ძალიან მიხარია, ჩემი ხალხის ასეთ დიდ სიყვარულს რომ ვგრძნობ. ქუჩაში რომ მივდივარ, მაჩერებენ, ჩემთან სურათებს იღებენ და ავტოგრაფებს მთხოვენ. ეს მსახიობისთვის დიდი ბედნიერებაა!..
არც ერთი მსახიობი მამაკაცი ამდენი ხანი არ მდგარა სცენაზე, ქალები – კი, მაგრამ მამაკაცები – არა. 70 წელია, რაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ.
გული მწყდება, რომ ჩემი მეგობრებიდან მხოლოდ მე დავრჩი. აღარ მყავს არც ელდარი და არც თენგიზ არჩვაძე. კლასში 42 ბავშვი ვიყავით და მხოლოდ მე დავრჩი…
თქვენს ოჯახზე რას მოგვიყვებით?
რა გითხრათ, სამჯერ შევქმენი ოჯახი, მაგრამ დღეს მარტო ვარ. ჩემი მესამე მეუღლე უცებ გარდამეცვალა თრომბით. ძალიან განვიცადე მისი დაკარგვა. მყავს 4 შვილი და ბევრი შვილიშვილი, შვილთაშვილებიც მყავს…“
