კიტ ურბანი CMA Awards-ის წითელ ხალიჩაზე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს მისი პირველი ოფიციალური გამოჩენა გახლდათ ნიკოლ კიდმანთან განქორწინების შემდეგ. მუსიკოსი შავ, ნახევრად გამჭვირვალე პერანგში იყო წარმოდგენილი და გულშემატკივრებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ ეს შესაძლოა მისი „შურისძიების ლუქი“ ყოფილიყო.
ცნობისთვის, ნიკოლ კიდმანი გასულ თვეს Vogue Hollywood-ის პოდიუმზე, Chanel-ის შავ კაბაში გამოჩნდა, რომელიც საზოგადოებამ, ასევე „რევანშისტულ ლუქად“ შერაცხა.
