ზამთრის დასაწყისში მსოფლიოს უამრავი ქალაქი ნამდვილ ზღაპრად გადაიქცევა ხოლმე. განათებული ქუჩები, საშობაო ბაზრები, თბილი გლინტვეინი, ყინულის საფარი და დღესასწაულის ატმოსფერო – ეს ყველაფერი დეკემბრის მოგზაურობას ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო მიმართულებები, სადაც შობა განსაკუთრებით ლამაზად და ემოციურად აღიქმება.
- ვენა, ავსტრია
რატომ უნდა წავიდეთ: ვენის ტრადიციული საშობაო ბაზრები ევროპის ყველაზე ცნობილ სანახაობად ითვლება. Rathausplatz-ის უზარმაზარი ნაძვის ხე, კლასიკური მუსიკა და ცხელი შოკოლადი ამ პერიოდს მართლაც დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.
ვისთვის არის იდეალური? – წყვილები, ოჯახის წევრები, კლასიკური ატმოსფეროს მოყვარულები. - პრაღა, ჩეხეთი
რატომ უნდა წავიდეთ: შუა საუკუნეების არქიტექტურა და თოვლით მოფენილი ძველი ქალაქი საშობაოდ კიდევ უფრო ლამაზდება. Staroměstské náměstí–ს ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენურია.
ვისთვის არის იდეალურია? – ვისაც უყვარს ფოტოგრაფია, თბილი კაფეები, ისტორიული ატმოსფერო. - ნიუ-იორკი, აშშ
რატომ უნდა წავიდეთ: Rockefeller Center-ის გიგანტური ნაძვის ხე, მეხუთე ავენიუს შოუ-ფასადები და ბრაიანტ პარკის საშობაო ბაზრობა – ნიუ-იორკი საახალწლოდ ნამდვილ ფილმად გადაიქცევა.
ვისთვის არის იდეალურია? – ვისაც სურს ქალაქისგან ენერგიის მიღება, შოპინგი, სახელგანთქმული დეკორაციების ხილვა. - სტრასბურგი, საფრანგეთი
რატომ უნდა წავიდეთ: სტრასბურგი არის ევროპის „საშობაო დედაქალაქი“, რომელიც ყველაზე ძველ და ავთენტურ ბაზრებს მასპინძლობს. გასათბობად ცხელ ღვინოსთან ერთად ადგილობრივი ტკბილეულის დაგემოვნებაც აუცილებელია.
ვისთვის არის იდეალურია? – ვისაც უყვარს ევროპის ტრადიციები, ბაზრები, თბილი ატმოსფერო. - ლაპლანდია, ფინეთი
რატომ უნდა წავიდეთ: ლაპლანდიაში ნამდვილი ზამთრის სამყარო დაგხვდებათ. პოლარული ნათება, დიდი თოვლი, ირმები და სანტას სოფელი – იდეალური ვარიანტია, თუ გინდა რომ მთელი გულით შეიგრძნო ჯადოსნური სეზონი.
ვისთვის არის იდეალურია? – ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის, ყველასთვის ვისაც საშობაო ზღაპრის სჯერა.
საშობაო სეზონი მოგზაურობას განსაკუთრებულ ელფერს სძენს. თუკი გინდა ევროპული ტრადიციების გაცნობა – ვენა, პრაღა და სტრასბურგი საუკეთესო მიმართულებებია; თუ ურბანული განათებები და დიდი ქალაქის ენერგია გიზიდავს – ნიუ-იორკი შეუდარებელია; ხოლო ზამთრის ზღაპრის ნახვა ლაპლანდიაში შეგიძლია.
სასწაული ატმოსფერო ნებისმიერ მიმართულებას განსაკუთრებულს ხდის – უბრალოდ შენთვის საუკეთესო ქალაქი უნდა შეარჩიო.