LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მა, ვეძებ! ვეძებ შენს შვილს და კითხვაზე რატომ ვეძებ ასე გაშმაგებული ძმას, პასუხი შენ იცი, შენ გეძებ მასში…“ – ნანუკა გულუა გარდაცვლილ მამას

240
ნანუკა გულუა (1)

მსახიობი და ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა ემოციურ პოსტს ავრცელებს.

ნანუკა სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მამაზე წერს:

ვიდეო: „მამა რომ გარდაიცვალა, მაშინ გამიმძაფრდა ძმის პოვნის სურვილი, იმ იმედით, რომ დედამიწის ზურგზე კიდევ ვიპოვიდი მამაჩემის მსგავს ვინმეს“ – ნანუკა გულუა

„მა, ტელეფონი სავსე მაქვს ვიღაც ბიჭების ფოტოებით, ვეძებ! ვეძებ შენს შვილს და კითხვაზე რატომ ვეძებ ასე გაშმაგებული ძმას-პასუხი შენ იცი, შენ გეძებ მასში… იქნებ შენი სუნი აქვს , იქნებ შენი ხმა, იქნებ შენსავით იცინის, იქნებ შენსავით დადის… მამიკო ყველაფერი მომცა შენი წაყვანის შემდეგ განგებამ, ყველა ოცნება ამიხდა, მაგრამ მაინც გახეთქილი მაქვს გული შენი მონატრებით…

შენს შვილიშვილებს ვერ ვუხსნი როგორი დიდი იყავი, სიტყვად როგორ გაქციო მამიკო… მენატრები… გთხოვ ყოველ ღამე დამესიზმრე მა, გთხოვ ჩამეხუტე ისე ცხადად რომ

ეს მტანჯველი მონატრება გაქრეს… მადლობა ღმერთო რომ ამ კაცის შვილობით დაგვლოცე… დაბადების დღეს გილოცავ გულის ძლიერ ტკივილად გადაქცეულო ჩემო სიყვარულო…“ – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

მა, ტელეფონი სავსე მაქვს ვიღაც ბიჭების ფოტოებით, ვეძებ! ვეძებ შენს შვილს და კითხვაზე რატო ვეძებ ასე გაშმაგებული…

Posted by Nanuka Gulua on ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g