ჩინეთის Guangzhou Automobile Group ევროპისთვის თავის ელექტრო მოდელს ავსტრიაში, კომპანია Magna-ს ქარხანაში გამოუშვებს. ეს სტრატეგია GAC-ს დაეხმარება, რომ აირიდოს ევროკავშირის იმპორტის ტარიფები ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე.
GAC-ის ავტომობილი Magna-ს გრაცის (ავსტრია) საწარმოში დამზადდება, რომელიც ერთსა და იმავე წარმოების ხაზებზე უშვებს ბენზინის, ჰიბრიდულ და ელექტრო მანქანებს.
გასულ წელს ევროკავშირმა შემოიღო პროვიზორული ტარიფები ჩინეთში დამზადებულ ელექტრომობილებზე – მაქსიმუმ 37.6%.
„ევროპა არის მნიშვნელოვანი ბაზარი GAC-ის გლობალურ განვითარებაში,“ – განაცხადა ვეი ჰაიგანგმა, GAC International-ის პრეზიდენტმა.
Magna Steyr-ის წარმოების ხელმძღვანელმა, როლანდ პრეტნერმა აღნიშნა, რომ კომპანიას აქვს ის გამოცდილება, რომელიც მწარმოებლებს, მათ შორის GAC-ს, ეხმარება ეფექტურად მართონ ადგილობრივი წარმოება.
GAC-თან კონტრაქტი დაიდო მას შემდეგ, რაც სექტემბერში Magna-მ განაცხადა, რომ იმავე გრაცის ქარხანაში გამოუშვებს ელექტრომოდელებს XPeng-თვისაც.