გასულ ღამეს მუსიკალური შოუს, „საქართველოს ხმის“ ჟიურიმ პროექტის ათეული აირჩია.
მაყურებელი საქართველოს ხმის ათეულში იხილავს ნიკოლოზ ნაცვლიშვილს, რომლის გამოსვლამაც გუშინ ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ნიკოლოზმა ხმის ტემბრითა და შესრულებით ჟიური მოხიბლა და ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ნიკა ნიკვაშვილის ოქროს ღილაკი დაიმსახურა.
ნიკოლოზმა აღნიშნულ ტურში გოგი ცაბაძის „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“ შეასრულა.
„ბრავო! საოცარი ბიჭი ხარ“, „სასწაულია! ვამაყობ შენით“, „სასწაულია ეს ბიჭი“, „ნამდვილად იმსახურებ ამ ოქროს ღილაკს“, „გაგვაოცე, სასწაულად კარგი ბიჭი ხარ“, „საოცარი ტემბრი გაქვს“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
