პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 22:16 საათზე იწყება და ღამის 01:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მოთხოვნილია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
დღის რეკომენდაცია – დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ექსპერიმენტებს. გაითვალისწინეთ, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადის და დეკემბერი მთლიანად განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ყურადღება გაამახვილეთ ნეგატიურ ტენდენციებზე. ნუ გადაიღლით თვალებს და მოერიდეთ კამათს.
პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა, მათ შორის, იღბლიანი და დადებითი ხასიათის.
ჯანმრთელობა – ეფექტიანია თირკმელების, ყელის, ენდოკრინული სისტემისა და კანის დაავადებების მკურნალობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება თავი, გრძნობათა ორგანოები, ცხვირი და სისხლძარღვოვანი სისტემა. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციები ან ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღეს მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, ხელშეკრულებების დადებას და სტომატოლოგიურ პროცედურებს (გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა). უხეში წესების დარღვევაც არასასურველია. ხელსაყრელია ახალი პროექტების დაწყება, მანქანის შეძენა, სწრაფად შესასრულებელი საქმეები, ასევე მგზავრობა და მოგზაურობა. დადებითად აისახება ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და სპორტული აქტივობები.
დღის მინერალები და ფერები – ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და ბრილიანტი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები – ისინი გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოდ წარიმართება.