სურსათის უვნებლობის ექსპერტი, მარიამ ჩაჩუა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბურღულეულის შესახებ საუბრობს.
სპეციალისტი ყურადღებას ვადაგასულ ბურღულეულზე ამახვილებს და გვირჩევს, როგორ უნდა ავარჩიოთ ხარისხიანი ასაწონი პროდუქტი და როგორ შევინახოთ სახლის პირობებში, რომ მან სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს:
„შეფუთული პროდუქტის შემთხვევაში, ძირითადად შვრიას, ყველას აწერია მომზადების დრო, თუ რამდენი წუთი სჭირდება. თუ ამ დროზე მეტი სჭირდება, სავარაუდოდ პროდუქტი ცოტა ძველია. საერთოდ რაც უფრო დამუშავებულია პროდუქტი, მით ნაკლები მოხარშვის დრო სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კი სახლში მივიტანთ ასაწონ, თუ მუყაოს ყუთებში შეფუთულ ბურღულეულს, შევინახოთ შუშის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. შევინახოთ მოხსნილი თავით, რადგან ნესტს ძალიან მალე იღებს…“ – ამბობს მარიამ ჩაჩუა.
