ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“, დღევანდელ ერთ-ერთ რუბრიკაში საკუთარ მაყურებელს 74 წლის ლალი ურუშაძე-კალანდარიშვილს აცნობს.
თბილისის მოსახლეობის ნაწილი მას კარგად იცნობს, ის უკვე 22 წელია, ავლაბარში, ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში ფერად სარეცხ ღრუბლებს ყიდის.
ლალი ურუშაძე-კალანდარიშვილი სიუჟეტში საკუთარი ცხოვრების შესახებ ჰყვება და იხსენებს ერთ-ერთ ამბავს, რომელიც თავს გადახდა:
„თბილისში ჩამოვედი და მუშაობა 3 ლიმონით დავიწყე. 22 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. ბავშვი სტუდენტი იყო, იქიდან ვერაფერს ვაგზავნიდი, ვერ ვეხმარებოდი და იძულებული გავხდი…
ძალიან ვუყვარდი მთელს ბაღს, ბავშვებს, სოფელს – აღმზრდელი ვიყავი და ჩემი გაზრდილი ბავშვები აქ მოდიან, ზოგს ვერც ვცნობ, ყველა მეფერება…
გავგიჟდი, ბებია, სიხარულით, თუ არ გავაფრენდი, არ მეგონა, მიკანკალებს ხელები, ბებია, ლამის გავგიჟდი – ახლაც არ ვიცი, ვინ არის ის კაცი, „რამდენიმე ტილო მინდაო“, აიღო, დამიტოვა 500 ლარი და ყველა ტილო დატოვა“, – იხსენებს ლალი ურუშაძე-კალანდარიშვილი.
