LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელმაც ბანკის ძარცვისთვის 7 წელი ციხეში გაატარა, ისევ იმ ბანკის გასაძარცვად დაბრუნდა

106
587787566_1271945344975955_55820-1

აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ტეხასში ბანკის ძარცვისთვის შვიდწლიანი სასჯელი უკვე მოიხადა და ისევ სცადა იგივე დანაშაულის გამეორება. ამის შესახებ New York Post იუწყება.

20 ნოემბერს, ხუთშაბათს, 43 წლის კრისტოფერ მაკეი ქალაქ ფორტ-უერტში  მდებარე Wells Fargo-ს ფილიალში შეიჭრა, თანამშრომლებს იარაღით დაემუქრა და ფულის გადაცემა მოსთხოვდა. გამოცემის ინფორმაციით, ძარცვა გეგმის მიხედვით ვერ წავიდა, ცოტა ხანში მაკეი ბანკიდან ხელცარიელი გაიქცა.

მძარცველი იმავე დღეს დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ცხრა წლის წინ მან სწორედ ბანკის ამავე ფილიალის გაძარცვა სცადა და ამისთვის შვიდი წელი გაატარა ციხეში. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ისიც დაადგინეს, რომ მეორე, წარუმატებელ მცდელობამდე, მამაკაცის დაკავების ორდერი გამოიცა და ისიც მსგავსი დანაშაულის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები