ხელოვნების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა წლების განმავლობაში: პიტერ პოლ რუბენსის დაკარგული ტილო „ქრისტე ჯვარზე“ აუქციონზე 2.3 მილიონ ევროდ გაიყიდა (საბოლოო თანხა გადასახადებით – დაახლოებით 2.94 მილიონი ევრო).
ტილო 2024 წელს ჩვეულებრივ პარიზულ ბინაში აღმოაჩინეს, ინვენტარიზაციის დროს, უბრალო ყუთში, მტვრის ქვეშ დამალული. პირველივე გამოკვლევამ აჩვენა, რომ პიგმენტები და ტექნიკა 100%-ით ემთხვეოდა რუბენსის ხელწერას და ამ ინფორმაციამ ხელოვნების სამყარო შეძრა.
რატომ არის ასეთი განსაკუთრებული?
ეს არის რუბენსის ერთადერთი ცნობილი ტილო, სადაც გამოსახულია მომენტი, როცა ქრისტეს ჭრილობიდან სისხლი და წყალი ერთდროულად გადმოსდის – იშვიათი და ძლიერ ემოციური ინტერპრეტაცია.
ნამუშევარი დაახლოებით 1613 წლით თარიღდება.
როცა ლოტი წარადგინეს, ვერსალის დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა,- ფასი წამებში იზრდებოდა. საბოლოოდ, ვაჭრობა 17 წუთში დასრულდა და 400 წლიანი „მოგზაურობა“ დაასრულა.