დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საწვავის ეკონომიის სტანდარტების გადახედვა გამოაცხადა, რომელიც ადრე მისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის მმართველობის დროს იყო მიღებული. ეს ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ნაციონალურ ავტომწარმოებლებს კვლავ მოუწევთ საწვავის ხარჯვის შემცირება, თუმცა ბევრად ნელი ტემპით. ახალი სტანდარტები საშუალო სტატისტიკურ ამერიკელს ასობით მილიარდი დოლარის ეკონომიას მოუტანს.
პირველ ეტაპზე როგორც დადგინდა, ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული მანქანები ყოველ წელს მინიმუმ 2%-ით უფრო ეკონომიური უნდა გამხდარიყო და რომ 2030 წლისთვის საწვავის საშუალო ხარჯვა 4,7 ლ/100 კმ-მდე უნდა შემცირებულიყო. ახლა კი აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტი აპირებს მხოლოდ ეს მაჩვენებელი 0,25–0,5 %-მდე შეამციროს და შედეგად მიზნობრივი ხარჯი 6,8 ლ/100 კმ გახდება.
შესაბამისად, ამერიკულ ბრენდებს აღარ მოუწევთ მასობრივი ელექტრომობილების გამოშვება. კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ასე ავტომობილები უფრო იაფი გახდება და მოქალაქეებიც დაზოგავენ თანხას.