LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს უპილოტო ტაქსი მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

150
20250610-business-musk-robotaxi

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაასახელა ვადები, როდესაც კომპანია ოსტინში (ტეხასის შტატი) რობო ტაქსების სრულად ავტონომიურ რეჟიმზე გადავა – მისი თქმით, ეს „დაახლოებით სამ კვირაში“ მოხდება. ამის შესახებ მასკმა უპასუხა კითხვას უპილოტო ტექნოლოგიების შესახებ xAI-ის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონზე, წერს The new York times-ი.

ეს განცხადება ემთხვევა მასკის უფრო ადრიან დაპირებებს, რომლის მიხედვითაც Tesla 2025 წლის ბოლომდე მგზავრთა გადაყვანას უსაფრთხოების ოპერატორის გარეშე გეგმავდა. ამჟამად მოქმედი წესების მიხედვით, ასეთი ოპერატორი საგანგებო შემთხვევებისთვის წინ, მგზავრის სავარძელზე ზის. აღნიშნულ რეჟიმში Tesla-ს უპილოტო ტაქსი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან მუშაობს, ანუ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში.

ივლისში უპილოტო ტაქსის მუშაობის პირველ სრულ თვეში – Tesla-მ სამი საგზაო შემთხვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც კომპანიის რობო ტაქსები მონაწილეობდნენ. იმ დროისთვის ტაქსების პარკი დაახლოებით 12 ელექტრომობილ Model Y-ს მოიცავდა. ავტომობილები ოსტინის კონკრეტულ უბნებში მოძრაობდნენ და მომსახურებას მხოლოდ მომხმარებელთა შეზღუდულ ჯგუფს სთავაზობდნენ – ტაქსის გამოძახების აპლიკაციაზე მასობრივი წვდომა კომპანიამ მხოლოდ სექტემბერში გახსნა.

მომავალში Tesla გეგმავს ტაქსის სერვისში Cybercab-ის გამოყენებას. ეს არის ორკარიანი ელექტრომობილი, რომელსაც ტრადიციული მართვის ელემენტები – საჭე და პედლები საერთოდ არ აქვს. მოდელი აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც, ილონ მასკის თქმით, იმდენად განვითარებულია, რომ ავტომობილი „ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს“.

Cybercab-ის წარმოების დაწყება Tesla-ს ტეხასის ქარხანაში, 2026 წლის მეორე კვარტალშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g