LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგჯერ შვილებს შეცდომის დაშვების საშუალება უნდა მისცე, ისინი ასე სწავლობენ“ – დევიდ ბექჰემის პირველი განცხადება უფროსი ვაჟის სკანდალური ბრალდებების შემდეგ

876
page

ბექჰემების უფროსი ვაჟის, ბრუკლინის სკანდალური განცხადებების შემდეგ, დევიდ ბექჰემი შვეიცარიაში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა. ინტერვიუ მან CNBC-ის მისცა.

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია ყველაფერზე მაღლა დგას. მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი“ – ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს განაჩენი გამოუტანა – სკანდალური განცხადება

სოციალური მედიის გავლენასა და ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრისას დევიდმა განაცხადა:

„მე ყოველთვის ვსაუბრობდი სოციალური მედიის ძალაზე, როგორც დადებით, ისევე უარყოფით ფაქტორებზე. უარყოფითი მხარე ისაა, რომ ბავშვებს დღეს ძალიან ბევრ რამეზე აქვთ წვდომა და ეს შეიძლება ეს საშიში იყოს. მე ვცდილობდი ჩემი შვილების განათლებას ამ საკითხში. ისინი შეცდომებს უშვებენ. ბავშვებს შეცდომების დაშვების უფლება აქვთ, ისინი ასე სწავლობენ. ამას ვასწავლი ჩემს შვილებს. ზოგჯერ კი უბრალოდ უნდა მისცე მათ შეცდომის დაშვების საშუალება“.

ეს განცხადება დევიდ ბექჰემმა ვაჟის ვრცელი განცხადების გაკეთებიდან ზუსტად ერთ დღეში გააკეთა.

რაც შეეხება ბრუკლინის მწვავე „ინსტაგრამ“ პოსტს:

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია და რეკლამები ყველაფერზე მაღლა დგას. ბრენდი „ბექჰემი“ პირველია. „ოჯახური სიყვარული“ კი იზომება იმით, თუ რამდენს აქვეყნებ სოციალურ ქსელში ან რამდენად სწრაფად ტოვებ ყველაფერს, რათა ოჯახურ ფოტოსესიაზე პოზირება შეძლო“, – წერს ბექჰემების უფროსი ვაჟი.

ბრუკლინ ბექჰემის სკანდალური განცხადებების შემდეგ, მედიაში ნიკოლა პელტცის „გაქვავებული სახის“ ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

ტატუთი გაკეთებული კომენტარი – ნიკოლა პელტცი ბექჰემების სკანდალის ფონზე ფოტოს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები