LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მწერენ, რომ უშნო ვარ… ჩემს სიგამხდრეზეა ისტერიკა…“ – რა პროცედურა გაიკეთა ცხვირის გასალამაზებლად რუსკა მაყაშვილმა

1077
რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილი საუბრობს იმის შესახებ, რა არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში და რას სწერენ მას ამ თემაზე ყველაზდე ხშირად:

„ძალიან მინდოდა მთელი ცხოვრება ცხვირის ოპერაცია. ნაოჭი არ მაქვს 39 წლის ქალს და არც უნდა მქონდეს, მიმიკური ყველას უნდა გვქონდეს. იქ პატარა ბოტოქსი, ფილერი, კაი რამე-რუმეები კარგი სპეციალისტისგან. სინამდვილეში ჩემი ცხვირი გადიდებულია, ჩემმა მეგობარმა მირჩია ფილერი, არ გახდები სხვანაირი, პროფილი გექნება ისეთი, როგორიც შენ გინდაო. სამ წელიწადში ერთხელ ვიკეთებ ფილერს და ჩემი სულია ბედნიერი. თქვენ თუ არ მოგწონთ, არ არის პრობლემა. მწერენ, რომ უშნო ვარ. ეს მე არ მაღელვებს, ჩემი თავი მყავს მიღებული, როგორც კი თავდაჯერებული ხდები, ყველაფერი გამოდის. ძირითადად, ჩემს სიგამხდრეზე არის ისტერიკა. რატომ დაიმართა მთელმა საქართველომ ისტერიკა, არ ვიცი. ვჭამ ყველაფერს, რაც მინდა და ვარ მაინც გამხდარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g