გარდაბანში მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა.
მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
