LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთი მზად არის ევროკავშირიდან შემოტანილ ავტომობილებზე ტარიფები თითქმის სამჯერ შეამციროს

111
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ინდოეთი და ევროკავშირი ახლოს არიან ავტომობილებზე ტარიფებთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმებასთან: ინდოეთი მზად არის საკუთარი მხრიდან შეამციროს ისინი 110%-დან 40%-მდე, ანუ 2,7-ჯერ. დროთა განმავლობაში განაკვეთი კიდევ უფრო შემცირდება – 10%-მდე. 

ინდოეთი, რომელიც მსოფლიოში მესამე უმსხვილესი საავტომობილო ბაზარია, მზად არის დათმობებზე წავიდეს და დაუყოვნებლივ შეამციროს გადასახადი ევროკავშირის 27 ქვეყნიდან იმპორტირებულ დაახლოებით 200 ათას ავტომობილზე, რომელთა იმპორტის ფასი 15 ათას ევროს აღემატება. სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, როდესაც ტარიფი 10%-მდე შემცირდება, ინდოეთის ბაზარი სრულად გაიხსნება ევროპული ავტო გიგანტებისთვის, მათ შორის Volkswagen-ის, Mercedes-Benz-ისა და BMW-სთვის.

ზუსტდება, რომ ახალი ზომები მინიმუმ პირველი ხუთი წლის განმავლობაში არ გავრცელდება ელექტრომობილებზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ დაცული იყოს ინდური კომპანიების – Mahindra & Mahindra-სა და Tata Motors-ის ინვესტიციები ელექტრიფიკაციის მიმართულებით.

დღეისათვის ინდოეთში ევროპული ბრენდების ავტომობილების წილი 4%-ს არ აღემატება. ქვეყნის შიდა წარმოების საერთო მოცულობა კი წელიწადში 4,4 მილიონ ავტომობილს აღწევს. ადგილობრივი ბრენდები – Suzuki Motor, Mahindra და Tata ბაზრის დაახლოებით ორ მესამედს აკონტროლებენ.

გასული წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმსხვილესი იაპონური ავტო მწარმოებლები – Toyota, Honda და Suzuki გეგმავენ ფინანსური ნაკადების გადამისამართებას ჩინეთიდან ინდოეთში. გრძელვადიან პერსპექტივაში ინდოეთი შესაძლოა გლობალურ საწარმოო ჰაბად იქცეს საავტომობილო ინდუსტრიისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები