LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ძალიან დიდხანს ყოფილიყავი საიმედო საყრდენი შენი ოჯახისთვის, პატარა პაციენტებისთვის, მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის!“ – ინგა მამუჩიშვილი თემურ მიქელაძეს იუბილეს ულოცავს

137
თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე იუბილარია.

თემურ მიქელაძეს იუბილეს კოლეგა, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ულოცავს.

„გილოცავ დაბადების დღეს თემურ. ადამიანს, რომლის პროფესიონალიზმი, ცოდნა და პატარების ერთგულება წლების განმავლობაში განსაზღვრავს ქართული პედიატრიის მაღალ სტანდარტს.

შენი საქმიანობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა, ზრუნვა და იმ საქმის სიყვარული, რომელიც ქვეყნის მომავალს აძლიერებს.

გისურვებ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას, პროფესიულ წარმატებებს, შენი საუკეთესო ოჯახის კეთილდღეობას და იმ ამაგის სიკეთით დაბრუნებას, რასაც შენ ჩვენი პატარებისთვის გაიღებ ყოველდღიურად!!! კიდევ ძალიან დიდხანს ყოფილიყავი საიმედო საყრდენი შენი ოჯახისთვის, პატარა პაციენტებისთვის, მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის!!!! გილოცავ, გილოცავ და ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებ,“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g