LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბო­ლოს რო­დე­საც მივ­წე­რე, აღარ მი­პა­სუ­ხა…“ – ნინი ბადურაშვილი მამასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

321
ნინი ბადურაშვილი

„სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რი მომ­ღე­რა­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მსა­ხი­ო­ბინინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი იყო.

ნინიმ არაერთ თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი საკითხი კი მამას, ერეკლე ბადურაშვილს უკავშირდებოდა.

მომღერალმა მამასთან ბოლო შეხვედრაც გაიხსენა.

„ავად იყო, მეც და ყვე­ლას ისე გვე­გო­ნა, რომ ვირუ­სი ჰქონ­და, ყელი სტკი­ო­და, ან­გი­ნის გამო ხმა ჩახ­ლე­ჩი­ლი ჰქონ­და და ვერ ლა­პა­რა­კობ­და. მახ­სოვს, მას­თან სახ­ლში ბოლო ას­ვლა – იწვა და მი­თხრა, შე­უძ­ლოდ ვარო, მაგ­რამ ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის ჩემი ბოლო შეხ­ვედ­რა იყო ერეკ­ლეს­თან. ვერც ის და­ვუშ­ვი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სის­გან შე­იძ­ლე­ბო­და, ადა­მი­ა­ნი აღარ ყო­ფი­ლი­ყო. არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი გრძნო­ბა არ მქო­ნია, რომ რა­ი­მე ცუდი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მა­საც ასე ეგო­ნა, რომ მალე აუ­ცი­ლებ­ლად მორ­ჩე­ბო­და… იმ დღეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად უცხო­ეთ­ში მივფრი­ნავ­დი და და­ვემ­შვი­დო­ბე. რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, რა­ღაც გეგ­მე­ბი გვქონ­და – ფილ­მს იღებ­და… სწო­რედ იმ ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის დროს გა­ცივ­და… ის ბოლო შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იყო… მერე ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვის მი­წე­რი­ლი მე­სი­ჯი ვნა­ხე, რო­მე­ლიც ერეკ­ლეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­უგ­ზავ­ნია: „მგო­ნი, ეს ჩემი ბოლო მე­სი­ჯია და მალე აღარ ვიქ­ნე­ბი“, – უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და თავს…

ხში­რად მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ მე რა­ტომ არ მი­თხრა, რომ ასე ცუ­დად იყო, ეს ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი. არა­და, ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და, მაგ­რამ ბო­ლოს რო­დე­საც მივ­წე­რე, აღარ მი­პა­სუ­ხა. მივ­ხვდი, რა­ღაც არ იყო ისე. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, სახ­ლში დავ­რე­კე, ლა­ლის ვე­ლა­პა­რა­კე. ლა­ლიმ მი­თხრა, – სას­წრა­ფო გვყავ­და, თქვეს, – გა­და­ვიყ­ვან­თო, მაგ­რამ არ გაჰ­ყვა, ვირუ­სი მაქვს და მალე მორ­ჩე­ბაო. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ვირუ­სის­გან და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბის­გან შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი­ყო. თან ერეკ­ლე ახალ­გაზ­რდა, ჯან­მრთე­ლი, სი­ცო­ცხლით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და… რთუ­ლია ამას­თან შე­გუ­ე­ბა… უკვე 6 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც სახ­ლში მივ­დი­ვარ და მინ­და და­ვურ­ე­კო, იმ დღის ამ­ბე­ბი მო­ვუყ­ვე, რად­გან ასე ხდე­ბო­და ხოლ­მე, – დღის ბო­ლოს ვუ­რე­კავ­დი და ამ­ბებს ვუყ­ვე­ბო­დი… ვერც იმას ვი­ჯე­რებ, რომ ლა­ლიც აღარ არის… აი, ვერ მი­ი­ღო ჩემ­მა ტვინ­მა რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან იმი­ტომ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი ად­გი­ლი ეკა­ვათ. ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი, რა­ნა­ი­რად აღარ არი­ან და რა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია, რომ ავ­დგე, და­ვურ­ე­კო და მო­ვუყ­ვე ჩემი ამ­ბე­ბი…“ – აღნიშნა ნინიმ.

ცნობისთვის, „სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უ“ Ambebi.ge-სა და „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია.

ნინი ბადურაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ლინკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g