LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

260
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება მერწყულის ფრიად თავისუფლებისმოყვარე, მეტად რეფორმატორულ და მეგობრულ ნიშანში, ხოლო მთვარე განთავსებულია ორგანიზებულ, დისციპლინირებულ და შეუპოვარ თხის რქაში. ამ ზეგავლენის შედეგად აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის რეკომენდაციები – დღეს თავი შეიკავეთ ახალი საფინანსო და შემოქმედებითი პროექტების დაწყებისგან. შესაძლებელია სასიამოვნო ინფორმაციის მიღება ან მოულოდნელი ანაზღაურება.

ჯანმრთელობა – შედეგიანია კუჭ-ნაწლავის მკურნალობა. ყურადღება მიაქციეთ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებსა და მუხლების ზონას. ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. არ არის სასურველი ტატუს გაკეთება და მანუალური მასაჟი. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტების მიღებას, სიმძიმეების აწევასა და მკვეთრ მოძრაობებს.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე სასიკეთოა ახალი ნაცნობობისთვის, რემონტის ჩასატარებლად და პარტნიორთან ერთად მოგზაურობისთვის. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ხელმძღვანელებთან კონტაქტს, ვაჭრობასა და გაცვლით ოპერაციებს. არ არის სასურველი ქორწინება და ახალი თანამშრომლების მიღება სამსახურში.

ამასთან, დღე ხელსაყრელია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის და კოლექციების შეგროვებისთვის.

დღის მინერალები და ფერები – ონიქსი, აქატი, მალაქიტი და ოპალი მოიზიდავს დადებით ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან ხელსაყრელია ბეჟი, ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე და ლურჯი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება მორიელისა და თხის რქის ნიშნებზე. შედარებით რთულია ვერძის, ტყუპების, ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე საშუალო წარმატებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები