LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chery-ი ყველაზე დიდ კროსოვერს ტესტავს

107
1428x1428

ჩინურმა ავტომწარმოებელმა Chery-მ თავისი ყველაზე მასშტაბური SUV-ის საჯარო გზებზე ტესტირება დაიწყო. ამ ეტაპზე სიახლე T1T კოდური სახელით არის ცნობილი. 

მანქანა ბრენდის ისტორიაში ყველაზე დიდი კროსოვერია. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ახალი მოდელი პიკაპ Rely R8-ის პლატფორმაზე იქნებოდა აგებული, თუმცა გადაღებულ პროტოტიპზე წინა წამყვანი თვლები ფიქსირდება, რაც განსხვავებულ კონსტრუქციაზე მიანიშნებს.

ტესტები მონღოლეთში ჩატარდა. ფოტოების მიხედვით, ავტომობილი გამოირჩევა მკვეთრი, კუთხოვანი და მასიური დიზაინით. მისი სიგრძე ხუთ მეტრზე მეტია, რაც მას სრულ მასშტაბიანი SUV-ს სეგმენტში აყენებს. წინასწარი ინფორმაციით, სალონში სავარძლების სამი რიგი და დიდი საბარგული იქნება, რაც ოჯახურ და გრძელ მოგზაურობებზე გათვლილ პრაქტიკულობას უსვამს ხაზს.

ინდუსტრიის წყაროების თანახმად, T1T სახელწოდების ქვეშ შესაძლოა შეიქმნას კროსოვერებისა და ყველგანმავლების მთელი ოჯახი, ე.წ. „სათავგადასავლო“ ხასიათით. მოსალოდნელია სრულამძრავიანი ვერსიაც, რომელიც ჰიბრიდული სისტემით იქნება აღჭურვილი – 2.5-ლიტრიანი ბენზინის ძრავის ბაზაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები