LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს პიცერიაში ვიზიტი, მისი დახურვით დასრულდა, სტუმრებს კი პიცას კართან აწვდიდნენ – წყვილის ეული რომანტიკა

473
page

კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე ლოს-ანჯელესში, პიცერიაში რომანტიკულ ვახშამზე გამოჩნდნენ.

28 წლის კაილი და 30 წლის ტიმოთე სამშაბათს ბრენტვუდში მდებარე Flour Pizza-ში მივიდნენ. მათი ვიზიტის დროს დაწესებულება დროებით დაიხურა და სტუმრებს პიცას კართან აწვდიდნენ.

ვარსკვლავურმა წყვილმა პეპერონის პიცა და გაზიანი სასმელები მიირთვა. ამ დროის განმავლობაში ისინი ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ. ერთ მომენტში კართან ჩასაფრებულმა პაპარაცებმა მათი კოცნაც დააფიქსირეს.

„როგორ ფიქრობ, ოდესმე დაქორწინდები?“ – უხერხული შეკითხვა და ტიმოთი შალმეს პასუხი

ტაბლოიდური მედიის ცნობით, შალამესა და ჯენერის ურთიერთობა სწრაფი ტემპით ვითარდება. ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ და მიმდინარე წელს ნიშნობის შესაძლებლობასაც განიხილავენ. ჯენერი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს რეპერ, ტრევის სკოტთან ურთიერთობიდან, ახლობლების წრეში ტიმოთის უკვე „მეუღლეს“ უწოდებს.

ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი „თითქმის დაქორწინებულები“ არიან – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

„მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“ – ტიმოთი შალამეს ჯილდო და პირველი საჯარო აღიარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები