LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში სურთ, რომ აეროპორტებს სახელები ტრამპის პატივსაცემად გადაარქვან

117
ქირიას NEWS შაბლონი (4)

აშშ-ში, ფლორიდას შტატში ორი აეროპორტის სახელის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პატივსაცემად გადარქმევის იდეა გაჩნდა. ამის შესახებ წერს The New York Times.

გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდო ახალი სახელწოდებების სასაქონლო ნიშნებად რეგისტრაციის განაცხადები შეიტანა ორგანიზაციამ DTTM Operations, რომელსაც  The Trump Organization მართავს. სწორედ ეს კომპანია აკონტროლებს აშშ-ის პრეზიდენტის ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიებს. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ განაცხადების შეტანის დრო ემთხვევა ფლორიდის რესპუბლიკელი წარმომადგენლების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც Palm Beach International Airport-ის გადარქმევას ითვალისწინებს. ეს აეროპორტი მდებარეობს ტრამპის რეზიდენცია Mar-a-Lago-ს მახლობლად.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2026 წლის დასაწყისში თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მოითხოვა ვაშინგტონის მახლობლად მდებარე Washington Dulles International Airport-ის სახელის შეცვლა. სავარაუდო ახალი სახელებია: President Donald J. Trump International Airport, Donald J. Trump International Airport და DJT.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები