LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა დევიდ გეტასთან კოლაბორაცია და კლიპი გამოუშვა, რომელიც საზაფხულო ტურნეს კადრებს აერთიანებს

204
photo-collage.png (2)

ჯენიფერ ლოპესმა სიმღერის – Save Me Tonight სტუდიური ვერსია გამოუშვა. საცეკვაო ტრეკი, რომლისთვისაც ჯეი ლომ დევიდ გეტასთან ითანამშრომლა, კლიპთან ერთად გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ლოპესმა Save Me Tonight ექსკლუზიურად გასულ წელს WorldPride Music Festival-ზე, შემდეგ კი საზაფხულო ტურნეს – Up All Night: Live in 2025 რამდენიმე კონცერტზე შეასრულა. მასშტაბური კონცერტების სერიით, მომღერალი მსმენელის წინაშე 6 წლის შემდეგ წარდგა და აზიისა და ევროპის მასშტაბით, 20 გრანდიოზული შოუ გამართა.

არტისტისა და დიჯეის პირველი ერთობლივი მუსიკალური პროექტის ვიდეო, სწორედ შემსრულებლის გასტროლის კადრებს აერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ წარმატებული ტურნეს შემდეგ, ჯენიფერ ლოპესმა გასული წლის ბოლოს ლას-ვეგასში, საკონცერტო რეზიდენცია დაიწყო, რომელიც 6 მარტიდან განახლდება და 28 მარტამდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები