LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლა პელტცმა იზაბელა როსელინის საკულტო იმიჯი გაიმეორა – ბექჰემების რძალი ახალ ვიდეოს ავრცელებს და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა

309
page

როგორც ცნობილია, FX-ის საშინელებათა ჟანრის სერიალის, The Beauty პირველი სეზონის ფინალში მაყურებლებს კიდევ ერთი მოულოდნელი ტრანსფორმაცია და სიურპრიზი ელოდათ. ეპიზოდურ როლში გამოჩნდა ბექჰემების რძალი, მსახიობი, ნიკოლა პელტცი.

სერიალში ბექჰემების რძალი ფრანი ფორსტის როლს ასრულებს, პერსონაჟის, რომელიც ბაირონ ფორსტის მეუღლეა. ბაირონის როლს კი ეშტონ კუტჩერი ასრულებს.

ფოტო/ვიდეო: როცა დარწმუნდი, რომ დედამთილზე ლამაზი და წარმატებული ხარ! – ბექჰემების რძალი სიურპრიზით ბრუნდება

ერთ-ერთ სცენაში პელტცი ჩნდება ძვირფასი ქვის დეტალებით გაფორმებული ტოპ-ყელსაბამით, რომელიც მას შიშველ სხეულზე აცვია. აღსანიშნავია, რომ ამით ნიკოლამ იზაბელა როსელინის საკულტო იმიჯი გაიმეორა რობერტს ზემეკისის ფილმიდან „სიკვდილი მას უხდება“.

ნიკოლამ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ სერიალიდან ნაწყვეტი გაავრცელა, რამაც სოციალურ ქსელებში კრიტიკა დაიმსახურა. ინტერნეტში მის უემოციო თამაშს დასცინიან და წერენ, რომ პელტცის სამსახიობო ოსტატობა ნულის ტოლფასია.

„რატომ გაუჩნდა ამბიცია, რომ ასეთ მსახიობებთან უნდა ითამაშოს სერიალში?“, „არაფრად არ ვარგა მისი სამსახიობო ხელოვნება““, „საერთოდ არ შეეფერება“, „უბრალოდ არ აქვს ნიჭი“, – არ წყდება კომენტარები.

ნიკოლა პელტცი და ვიქტორია ბექჰემი ერთმანეთს სიგამხდრეში ეჯიბრებიან – რძალ-დედამთილის „ფეისბუკ-ომი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები