LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შარაშიძე: „ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეუთო, ვიზიტის შემდეგ, კრიტიკულ დასკვნას წარადგენს… ამ ვიზიტს „ოცნების“ ლეგიტიმაციის გარღვევაში არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ და ვერ ექნება“

111
გიორგი შარაშიძე

„ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეუთო, ვიზიტის დასრულების შემდეგ, კრიტიკულ დასკვნას წარადგენს“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ეუთო-ს ერთგული და აქტიური წევრია და შემდგომშიც დაუჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას.

მისი თქმით, „ამ ვიზიტს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის გარღვევაში არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ და ვერ ექნება“. შარაშიძის განცხადებით, მისმა გუნდმა დელეგაციას საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

„საინტერესო შეხვედრა იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან. რა თქმა უნდა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. ამავე დროს, ვისაუბრეთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის პარლამენტში მუშაობის შესახებ. ეს იყო კიდეც მათი ინტერესის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ ყველა იმ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში „ოცნებამ” პარლამენტში დაამტკიცა. ეს ეხება მათ შორის, საარჩევნო გარემოს დამძიმებას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეუთოსთვის, იმიტომ რომ ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაეთვალისწინებინა ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, პირიქით, სრულიად საპირისპირო გააკეთა, კიდევ უფრო დაამძიმა და გააუარესა საარჩევნო გარემო. ამავე დროს, ვისაუბრეთ იმ ანტიდემოკრატიულ კანონებზე, რომელიც ახშობს ამ ქვეყანაში განსხვავებულ აზრს და ხელს უშლის პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგადად, პოლიტიკური პროცესის განვითარებას. მათი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოში ვითარება გამოსწორდეს, იმ თვალსაზრისით რომ პოლიტიკა დაბრუნდეს პოლიტიკაში.

ასევე მინდა გითხრათ, რომ როგორც მოვისმინე, პაპუაშვილს ჰქონია მცდელობა, რაღაც განსაკუთრებულ ლეგიტიმაციად თუ იზოლაციის გარღვევად შეეფასებინა ამ დელეგაციის ვიზიტი და მინდა გითხრათ, რომ ეუთო მუშაობს 57 წევრ სახელმწიფოსთან, მათ შორისაა, რუსეთი, ბელარუსი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა.შ. ანუ ისეთი ქვეყნები, სადაც კიდევ უარესი მდგომარეობაა დემოკრატიის კუთხით, მაგრამ ეუთო ამ ქვეყნებშიც მუშაობს და მათაც ელაპარაკება. ამიტომ ამ ვიზიტს „ოცნების“ ლეგიტიმაციის გარღვევაში არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ ექნება და ვერ ექნება,” – განაცხადა შარაშიძემ.

⭕💬 „ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებთან…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ორშაბათი, 09 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g