LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილებს ზღარბების დასაცავად შეიძლება სპეციალური სისტემა დაემატოს

122
ქირიას NEWS შაბლონი

ევროპელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო წლებში ზღარბების პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტომობილებია. კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად გზებზე ზღარბების ადგილობრივი პოპულაციის დაახლოებით მესამედი იღუპება. ამის შესახებ გამოცემა Popular Science წერს.

პრობლემის გადასაჭრელად სოფი რასმუსენმა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში მუშაობს, სპეციალურ ულტრაბგერით დამაფრთხობელი მოწყობილობა შექმნა. იდეის მიხედვით, ასეთი მოწყობილობა შეიძლება დამონტაჟდეს:

  • ავტომობილებზე
  • გაზონის საკრეჭ მანქანებზე

კვლევისას მეცნიერებმა დანიის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში აღმოაჩინეს, რომ ზღარბებს შეუძლიათ ძალიან მაღალი სიხშირის ხმების გაგება. მათი ყურის ძვლოვანი სისტემა საკმაოდ მყარია და კარგად გადასცემს ასეთ ბგერებს, რაც საშუალებას იძლევა სპეციალური სიგნალით ცხოველი გზიდან დროულად გადაიყვანონ.

ამ ეტაპზე ტექნოლოგია ჯერ სრულად მზად არ არის, თუმცა მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ავტომწარმოებლები პროექტით დაინტერესდებიან და სისტემის განვითარებაში მონაწილეობას მიიღებენ .

ზღარბები ძირითადად ღამით აქტიურობენ, ამიტომ ისინი ხშირად ხვდებიან მანქანების ქვეშ, როცა სიბნელეში  კვეთენ გზას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები