LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდემ BTS-ის რეკორდი გააუმჯობესა (ვიდეო)

maxresdefault

შემოდგომის ბოლო დღეს, ქსელში არიანა გრანდეს სიმღერის Thank U, Next კლიპი გამოჩნდა. ვიდეომ, რომელსაც 26 წლის მომღერლის თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდნენ, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

პრემიერიდან პირველ 24 საათში, ჰანა ლუქს დევისის გადაღებული მუსიკალური რგოლი, 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც იმას ნიშნავს, რომ Youtube-ს ახალი რეკორდსმენი ჰყავს.

საქმე ისაა, რომ ამ შედეგით ახალგაზრდა შემსრულებელმა BTS-ის რეკორდი გააუმჯობესა. სამხრეთ კორეული ბენდის Idol, რომლის რელიზი მიმდინარე წლის 24 აგვისტოს შედგა, ამ დრომდე რეიტინგს 45 მილიონიანი სტარტით ლიდერობდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე რეკორდსმენთა შორის ტეილორ სვიფტის Look What You Made Me Do (43.3 მლნ.), ემინემის Killshot (38.1 მლნ.) და სხვები სახელდებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები