LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი პატრიარქობის კანდიდატებზე – ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს

244
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ცოტა ხანს აღნიშნულზე არავინ იფიქროთ, ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მეცხრე დღეც გადავიხადოთ. ალბათ, შემდეგ მოვემზადებით. აღდგომის დღესასწაული მოდის, ეს ყველაფერი ჩავატაროთ, ცოტა რომ გამოვიხედებით თვალებიდან, დავიწყებთ ფიქრს აღნიშნულზე, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, როდესაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, პატრიარქობის რამდენი კანდიდატი შეიძლება გამოიკვეთოს და რა გამოწვევები ელოდება მას.

„მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, მობრძანდეს და პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს, თუმცაღა, იქნება გარკვეული შეზღუდვები…“ – ცნობილია, დროის რა მონაკვეთში შეუძლია მრევლს პატრიარქის საფლავთან მისვლა

სიონის საკათედრო ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება, რათა პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით „სინოდის წევრებს, ჯერ არც კი უსაუბრიათ“.

„ალბათ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება, დაღლილობა… ფაქტობრივად, სინოდის წევრების უმრავლესობას, ვინც საორგანიზაციო საკითხებით იყო დაკავებული, არ გვძინებია. ცოტას დავისვენებთ.

წინა დღეებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სიონის ტაძარში ნაკადი არ შეწყდება. ვფიქრობ, კიდევ და კიდევ მოუნდებათ აქ მოსვლა“, – აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს.

ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი – ჩვენთვის წმინდა პატრიარქი ილია ახლა მფარველ ანგელოზად ითვლება – არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ სულიერი მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი წინამძღვარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g