ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ საკუთარი შემოქმედებითი თავისუფლებისა და პერსონალური სტილის შესახებ ისაუბრა.
ფოტოგრაფმა საზოგადოების მხრიდან შესაძლო კრიტიკასა და მის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე გულწრფელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის უპირატესი საკუთარი თავის ერთგულებაა.
„მე თუ რაღაცას ვაკეთებ, იქ ვიქნები აუცილებლად ეპატაჟური და ვიღაცისთვის არ მოსაწონი, იმიტომ რომ მე ვარ გულწრფელად მარი ნაკანი. მე როგორიც მარი ნაკანიც ვარ, მე იმას არ ვთამაშობ, ვიღაცისთვის შეიძლება საერთოდ არ ვარ მისაღები… რაღაცები დაიწყონ – რამდენი ტატუ აქვს, ვაიმე, ეს შავი ტუჩსაცხი რატო წაუსვია და რა ვქნათ? ან მიმიღე ან ნუ მიმიღებ, მე სულ არ მაინტერესებს, არტისტი ვარ და როგორიც ვარ, ისეთი ვარ“, – აღნიშნა მარი ნაკანმა.
