ვიზაჟისტმა და „ტიკტოკერმა“ ლიკა გაგნიძემ, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სიმსივნესთან ბრძოლის დროს გაიცნო, ახლახან განაცხადა, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელახლა იწყებს.
ლიკა გამომწერებს უზიარებს მისი ანალიზების პასუხს და წერს, რომ თურქეთში დამატებითი გამოკვლევებისთვის მიდის.
„ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებდა ჩემი გენეტიკური ტესტის პასუხი, ახლა მოვიდა და გადაწყდა, რომ მკურნალობა მჭირდება და უახლოეს დღეებში მივდივარ თურქეთში კიდევ დამატებით გამოკვლევებისთვის და სამკურნალოდ.
მადლობა ყველას, ვინც ლოცულობთ, მამხნევებთ და გვერდში მიდგახართ![]()
![]()
(თუ ვინმეს დააინტერესდება პასუხი ესაა)“, – წერს ლიკა გაგნიძე.
