LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია ენდრიუსის შვილთაშვილი შერის შვილიშვილი აღმოჩნდა – შოკისმომგვრელი აღმოჩენა

289
page

ჰოლივუდში რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანია ცნობილი ფაქტია, თუმცა, ზოგიერთი ამბავი დღემდე ახერხებს ადამიანების გაოგნებას.

სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში ახალი და ცოტა დაუჯერებელი ამბავი გავრცელდა. 80 წლის მომღერალმა, შერიმ აღმოაჩინა, რომ თურმე 15 წლის შვილიშვილი ჰყავს. მან ამის შესახებ აქამდე არ იცოდა.

საქმე ისაა, რომ მის შვილს, ელაიჯა ბლუ ოლმენს წლების წინ ჰქონდა ხანმოკლე ურთიერთობა ჯულია ენდრიუსის შვილიშვილთან, კეიტი ედვრდასთან. ამ ურთიერთობიდან დაიბადა გოგონა, ევერი რომელიც ახლა 15 წლისაა. კეიტის თქმით, ელაიჯამ იცოდა ბავშვის არსებობის შესახებ, თუმცა მის ცხოვრებაში აქტიურად არ იღებდა მონაწილეობას.

ელაიჯამ ეს საიდუმლო 2021 წელს გაამხილა. როგორც ირკვევა, შერიმ თავად დაურეკა ბავშვის დედას და ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ყოველივე ეს და დასტურიც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ შერის ახლად აღმოჩენილი შვილიშვილი, ცნობილი მსახიობის, ჯულია ენდრიუსის შვილთაშვილია.

„გოგოებო, ვინც ვერ თხოვდებით, ეს 80 წლის შერიმ შეძლო, თანაც 40 წლით უმცროს მამაკაცზე“ – შერიმ ფარულად იქორწინა?

შერი თავის მემუარებში ტრანსგენდერი ვაჟის შესახებაც გვიამბობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები