გადაცემა „დღის პოსტს“ დღეს გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, მსახიობის, მომღერლის, ტელე_ და რადიოწამყვანის, ლაშა რამიშვილის ქალიშვილის სტუმრობდა.
მართა რამიშვილმა გადაცემაში მამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაშა ძალიან ემოციური მამაა.
„ლაშა არის ძალიან მგრძნობიარე და ემოციური მამა, სიმღერაზეც ტირის. ძალიან მხიარული ადამიანია…
პატარაობიდან მამას ვუსმენდი. სიმღერა სამი-ოთხი წლის ასაკიდან დავიწყე“, – აღნიშნა მართა რამიშვილმა.
ამასთან, მართამ გადაცემაში ორი სიმღერა შეასრულა.
