საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2026 წლის 16 მაისს, 19:00 საათზე
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გეგმავს საქველმოქმედო
საღამო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ განახორციელოს.
საღამოში მონაწილეობას მიიღებს ლეგენდარული იტალიელი კინო მსახიობი ორნელა მუტი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება დედათა და ჩვილთა მზრუნველობის ცენტრს.
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას ასევე მიიიღებენ ანსამბლი „ერისიონი“, გიგი პიანომენი, „ალეგრო“, ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია. საღამოს წაიყვანს ნიკოლოზ წულუკიძე
