იწვევს თუ არა ფეხშიშველი სიარული ბავშვის გაციებას?
აქტუალურ თემაზე ვიდეომიმართვას პედიატრი ძმები ჩახუნაშვილები ავრცელებენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ფეხშიშველი სიარული ვერ გამოიწვევს გაციებს – მეტიც, ბავშვის განვითარებისთვის ფეხშიშველი სიარული ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია:
„ფეხშიშველი სიარული ვერ გამოიწვევს გაციებს. გაციება არის როგორც წესი სხვადასხვა ინფექციით გამოწვეული და შესაბამისად ეს ფეხშიშველ სიარულთან არაფერ შუაში არ არის. ფეხშიშველ სიარულს შესაძლოა ჰქონდეს ბევრი დადებითი რამ.
მაგალითად მაშინ როდესაც ბავშვი იწყებს ფეხის ადგმას, ის აძლიერებს პროპრიორეცეპტორებს, ასევე თაღის კუნთებს, დუნდულის კუნთებს და მთელ კინეტიკურ ჯაჭვს.
ის უკეთესად სწავლობს კოორდინაციას და შესაბამისად ნაკლები შანსია, რომ მომავალში სხვადასხვა ორთოპედიული პრობლემები ჰქონდეს ბავშვს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ბავშვი ატაროთ ფეხშიშველი ან ფეხსაცმლის გარეშე სახლში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის“, – ამბობენ პედიატრები.
