LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Brabus-მა ერთდროულად სამი ძვირად ღირებული ელექტრო მოტოციკლი წარადგინა

135
1428x1428

ტიუნინგ-ატელიე Brabus-მა თანამშრომლობა დაიწყო ელექტრო მოტოციკლების მწარმოებელთან DAB და ახალი მოდელები წარადგინა. პრეზენტაცია მილანში გაიმართა, სადაც ერთდროულად სამი ურბანული ელექტრო მოტოციკლი აჩვენეს.

მოდელები ძირითადად ერთმანეთისგან განსხვავდება დიზაინითა და ელექტრონული სისტემების მახასიათებლებით. მათი ფასი მერყეობს 16 600-დან 32 500 ევრომდე.

Brabus-ის ელექტრო მოტოციკლების საფუძვლად გამოყენებულია მოდელი DAB 1α. საბაზისო ვერსია აღჭურვილია 31 ცხენის ძალის ელექტროძრავით და 395 ნმ ბრუნვით, ასევე 23 კვტ⋅სთ ბატარეით, რაც ერთ დამუხტვაზე 150 კილომეტრამდე სავალ მარაგს უზრუნველყოფს.

შუალედური ვერსია Brabus 1α Urban E ინარჩუნებს იგივე სავალ მარაგს, თუმცა უფრო მძლავრ ძრავს იღებს – 37 ცხენის ძალითა და 475 ნმ ბრუნვით. ამასთან, მოდელი აღჭურვილია უფრო ტევადი, 27 კვტ⋅სთ ბატარეით და გამოირჩევა გაუმჯობესებული დიზაინით – მეტია კარბონის დეტალები და სავარძელი წითელი ტყავით არის გაწყობილი.

ტოპ-ვერსია Urban E First Edition იმავე ტექნიკურ მონაცემებს ინარჩუნებს, თუმცა გამოირჩევა ექსკლუზიური გაფორმებით. მოტოციკლი შესაძლებელია მთლიანად შეიღებოს ოთხიდან ერთ ფერში – ატმისფერი, ყავისფერი, იისფერი ან წითელი. მოდელი საკოლექციო სერიად მიიჩნევა და თითოეული ფერის მხოლოდ 10 ეგზემპლარი გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები