LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედაჩემს წამოაძახა, შე უნაყოფო, უშვილო… ერთ-ერთ სუფრაზე მეზობელმა მითხრა, აი, როგორ ეტყობა ნათიას, რომ აყვანილია“ – რას ჰყვება ნათია გოგავა, რომელმაც გენეტიკური ტესტით 3 და, 2 ძმა და მამა იპოვა, თუმცა დედას ჯერ კიდევ ეძებს

468
ნათია გოგავა

ჟურნალისტის, სოციალური პროექტის „ვეძებ“ ავტორის, თამუნა მუსერიძის პოდკასტის „ვეძებ“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო ნათია გოგავა, რომელმაც მაყურებელს საკუთარი ისტორია უამბო.

მან გენეტიკური ტესტით 3 და, 2 ძმა და მამა იპოვა, თუმცა დედას ჯერ კიდევ ეძებს.

„დედაჩემი და ბებიაჩემი [მამას დედა] მუდმივად კონფლიქტში იყვნენ. ერთ-ერთი ჩხუბის დროს დედაჩემს წამოაძახა: „შე უნაყოფო, უშვილო, უვარგისო“. ვკითხე – „რატომ არის უნაყოფო და უშვილო, მე ხომ შვილი ვარ?“. ყველა გაჩუმდა, პასუხი არავინ გამცა. როდესაც ქალები ორსულობაზე, მშობიარობაზე, მეძუძურობაზე საუბრობენ, დედაჩემი ამ თემებზე არასდროს საუბრობდა. ამ ყველაფერს ვიჭერდი, ვიმახსოვრებდი და ყოველთვის თვალს ვადევნებდი, ეს იყო ჩემი საფუძვლიანი ეჭვი, რომ მართლაც არ ვარ დედაჩემის ბიოლოგიური შვილი.

როდესაც ორსულად ვიყავი და დედაჩემს რაღაცებს ვეკითხებოდი, პასუხს ვერაფერზე მცემდა, რადგან დედას გამოცდილება არ ჰქონდა.

18 წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთ სუფრაზე, სადაც ბევრი ადამიანი იყო, ერთმა მეზობელმა მითხრა, აი, როგორ ეტყობა ნათიას, რომ აყვანილია, რომ არ არის ნაირას შვილი, იმიტომ, რომ მას არ ჰგავს…“ – იხსენებს ნათია გოგავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g