LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირას მასშტაბური პერფორმანსი კოპაკაბანას სანაპიროზე – არტისტის უფასო კონცერტს ორი მილიონი ადამიანი დაესწრო

153
photo-collage.png

შაკირა პროექტის – Todo Mundo no Rio ფარგლებში, ბრაზილიაში წარდგა. კონცერტი, რომელზეც დასწრება თავისუფალი იყო, 2 მაისს, რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე შედგა. ღონისძიება შემსრულებლის მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილიც იყო. საღამოზე მომღერალმა ყველა დროის საუკეთესო ჰიტები შეასრულა.

ცნობილი გახდა, რომ არტისტის პერფორმანსს, 2 000 000 ადამიანი დაესწრო.

შოუ პროექტის – ,,ყველანი რიოში”, რომელიც ქალაქის მერიის ინიციატივაა ტურისტული სეზონის გასახანგრძლივებლად, მესამე გამოშვება იყო. მანამდე ამავე პროექტის ფარგლებში იმავე ვენიუზე კონცერტები მადონამ (2024 წელს) და ლედი გაგამ (2025 წელს) გამართეს.

ღონისძიება რიოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სტიმული აღმოჩნდა და ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით, 800 მილიონი რეალის ($160 მილიონი) შემოსავალი შეიტანა, რაც წინა წლების რეკორდებს აჭარბებს.

მართალია შაკირას კონცერტმა ეკონომიკური თვალსაზრისით წინა რეკორდები მოხსნა, თუმცა მან ვერ აჯობა ლედი გაგას კონცერტზე დამსწრეთა რაოდენობას.

მაყურებელთა რაოდენობით ლედი გაგა კვლავ ლიდერობს – შარშან, მის კონცერტს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2.5 მილიონი ადამიანი დაესწრო. შედეგად, მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი კონცერტი სოლო შემსრულებელი ქალისთვის.

მადონას ,,საზეიმო ტურნეს” დასკვნით პერფორმანსს 2 მილიონამდე მსმენელი დაესწრო

ლედი გაგას მასშტაბური პერფორმანსი კოპაკაბანას სანაპიროზე – არტისტის კონცერტს ორ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო

ლედი გაგას უფასო კონცერტზე ტერაქტი იგეგმებოდა – ბრაზილიის პოლიცია საგანგებო განცახდებას ავრცელებს

ლედი გაგა კოპაკაბანას სანაპიროზე გამართული პერფორმანსით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები