LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხო, თქვენ რომ არა დღეს ასმათი ცოცხალი არ იქნებოდა, ამის 1% შანსი არაა, პირველად მისმა დედამ აჩუქა სიცოცხლე და მეორედ თქვენ…“ – როგორია ასმათ ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მშობიარობის შემდეგ მენინგიტი განუვითარდა ცოტა ხნის წინ კი კომიდან გამოვიდა

634
ასმათ ბერიძე

„უკეთესობისკენ მივდივართ მეგობრებო, თუმცა ჯერ კიდევ გრძელდება მკურნალობა, ვჭირდებით ასმათის“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სანდრა ზოიძე წერს.

სანდრა ზოიძე ხშირად უზიარებს საზოგადოებას 20 წლის ასმათ ბერიძის ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს, რომელიც კომიდან თურქეთის კლინიკაში გამოვიდა.

უკეთესობისკენ მივდივართ მეგობრებო, თუმცა ჯერ კიდევ გრძელდება მკურნალობა, ვჭირდებით ასმათის🙏🥺❤️ #დანიშნულებაში:…

Posted by Sandra Zoidze on პარასკევი, 01 მაისი, 2026

ზოიძე ამბობს, რომ 20 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მას საზოგადოების თანადგომა კვლავ ესაჭიროება.

„ასმათის მდგომარეობა შედარებით უკეთესობისკენ მიდის, ინფექცია crp 300 დან საკმაოდ დაიწია და ჯერ კიდევ გრძელდება მკურნალობა, ორშაბათს გულზე გამოიკვლევენ და საბოლოო დასკვნას აუცილებლად გეტყვით. ამ ეტაპზე გრძელდება მკურნალობა, აქვს მძაფრი თავის ტკივილები და მედიკამენტებით ცდილობენ ტკივილის ალაგებას, ასე ადვილიც არაა ეს ყველაფერი, სიკვდილს ხელიდან გამოვგლიჯეთ რასაც ჰქვია. ხომ არ ვაზვიადებ მართლა მასეა ხალხო, თქვენ რომ არა დღეს ასმათი ცოცხალი არ იქნებოდა, ამის 1% შანსი არაა. ამიტომ პირველად მისმა დედამ აჩუქა სიცოცხლე და მეორედ თქვენ, ამისთვის მადლობის თქმით არასოდეს დავიღლები. ვაგრძელებთ თქვენი ერთიანობით ასმათის ფინიშამდე მიყვანას“, – წერს სანდრა ზოიძე სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ასმათის დასახმარებლად ანგარიშის ნომრებს უზიარებს. 

დანიშნულებაში: ასმათი

ზარი 1 ლარი

0901700350

საბანკო დანიშნულებაში:
ზარი 1 ლარი

0901700350

საბანკო რეკვიზიტები 
მიმღები:  ჩვენი ფონდი
საქართველოს ბანკი

GE08BG0000000586688967

თბს ბაკი

GE08TB7935736080100016 gel

GE15TB7935736180100003 $€

ლიბერთი ბანკი

GE15LB0115134423600003 gel

ქართუ ბანკი

GE33CR0120009543103608 gel

GE54CR0120009543103618 $€0009543103618 $€

ცნობისთვის, 20 წლის ასმათ ბერიძემ მეორე შვილზე ბათუმის კლინიკა „ბაოში“ იმშობიარა, მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოულოდნელად კლინიკაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გოგონას მენინგიტი ჰქონდა. ოჯახის ახლობლების ცნობით, კლინიკაში განმარტავდნენ რომ მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა ოჯახის მოთხოვნით მისი სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თურქი მედიკოსების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის გაუარესება ანესთეზიამ გამოიწვია: „ხერხემალში რომ გაუკეთეს ანესთეზია, ბაქტერია შევიდა და სწრაფად განვითარდა, წავიდა თავში და დაემართა ბაქტერიული მენინგიტი“ – ამბობენ ambebi.ge-სთან ოჯახის წევრები.

„აქ სიტყვები ზედმეტია, წამოვიყვანეთ ისე, რომ დედასაც ვერ ცნობდა და აქ მეც კი მიცნო…“ – 20 წლის გოგოს კადრებმა, რომელიც კომიდან გამოვიდა, სოციალური ქსელები მოიცვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g