LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 მაისი რომ თენდებოდა მოვხვდი ავარიაში. მანქანა ამოყირავდა, ცეცხლი გაუჩნდა და ვერ გადმოვდიოდი… სრულიად უცხო ადამიანმა გადმომიყვანა და სიცოცხლე ახლიდან მაჩუქა“ – მოქალაქე თამო ჩუბინიძე

292
Untitled design

მოქალაქე თამო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ადამიანს, რომელმაც, როგორც თავად წერს სიცოცხლე მეორედ აჩუქა.

„5 მაისს, გვიან ღამით (6 მაისი რომ თენდებოდა) მოვხვდი ავარიაში, ლოტკინის წრიდან რომ გზა ადის თემქის, მაგ გზის დასაწყისში. შეჯახების შემდეგ მანქანა ამოყირავდა, ცეცხლი გაუჩნდა და ვერ გადმოვდიოდი. სრულიად უცხო ადამიანმა გადმომიყვანა და სიცოცხლე ახლიდან მაჩუქა. ემოციური ფონიდან და იქ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ნორმალურად მადლობაც ვერ გადავუხადე. იქნებ აქ იყოს ის ბიჭი და გამომეხმაუროს ვინც გადამარჩინა. მინდა პირადად გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ❤️“, – წერს მოქალაქე თამო ჩუბინიძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები