LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ხელმძღვანელმა 35 წლიანი კარიერის შემდეგ კომპანია დატოვა

106
1098x1098 (1)

BMW-მ აქციონერთა მორიგი კრების ფარგლებში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ოლივერ ციპზე თანამდებობიდან გადადგა და პოსტი წარმოების მიმართულების ყოფილ დირექტორს, მილან ნედელკოვიჩს გადააბარა. ციპზე BMW-ში 1991 წლიდან მუშაობდა.

ოლივერ ციპზემ პრაქტიკულად მთელი პროფესიული კარიერა BMW-ს დაუკავშირა – საქმიანობა სტაჟიორად, განვითარების განყოფილებაში დაიწყო. მოგვიანებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო MINI-ს ქარხნის დირექტორობაც. 2015 წელს ის დირექტორთა საბჭოში შევიდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

კომპანიის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში BMW-მ სტრატეგიული რეფორმები გაატარა, წარმატებით გაუმკლავდა რამდენიმე კრიზისს, მათ შორის კორონავირუსის პანდემიას და განახორციელა ამბიციური პროექტი Neue Klasse.

მილან ნედელკოვიჩის კარიერული გზა BMW-ში ციპზეს ძალიან ჰგავს, საქმიანობა მანაც სტაჟიორად დაიწყო, თუმცა 1993 წელს. მოგვიანებით დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, ახლა კი კომპანიის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. მისი კონტრაქტი 2031 წლამდე იმოქმედებს.

62 წლის ოლივერ ციპზეს სამომავლო გეგმები ამ ეტაპზე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები