მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც ნიკო კვარაცხელიას ვიდეოს ურთავს თან.
იზა ომაძე შვილს ნიკოლოზობის დღესასწაულს ულოცავს და უსაზღვრო მონატრებაზე წერს, რომელიც მის გარეშე ცხოვრებას ახლავს თან.
„დღეს სხვანაირი მზე იკბინება.
დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე…
და როიალი თეთრი კბილებით
შეჭმას უპირებს შენს ლამაზ თითებს“, – ოთარ ჭილაძე.
როიალის თეთრი კბილები რას დააკლებდა შენს ლამაზ თითებს და ნათელ გონებას, რომ არა კაენის, იუდას და საბჭოეთის ბინძური მეთოდები….
რა უშნოდ და ამაზრზენად ჩანს შავი ძაფით აკინძული თეთრი ფურცლები, შენი შეჩერების მრავალტომიან „საქმე“-ში!!!
წინ სასწორზე დევს სინათლე შენი სახით და ბნელეთი, დაველოდოთ მსაჯულს ამ ქვეყნიურსაც და ზეციერსაც!!!!
ვნახოთ 🙏
ნიკოლოზობას გილოცავთ შვილო !!!
უსაშველოდ და უსაზღვროდ გვენატრები…. ✨✨✨“, – წერს იზა ომაძე.
