შაკირა მზადაა, ჟერარ პიკესთან დაშორებაზე ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას ისაუბროს. მომღერალი, რომელიც ფეხბურთელთან 11 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, 2022 წელს განქორწინდა, პირველად გულახდილად ალაპარაკდა.
„ყველაზე ბნელი მომენტი იყო, როდესაც დავინახე, როგორ დაიშალა ჩემი ოჯახი, ოჯახი, რომლის სამუდამოდ ერთად შენარჩუნებაზეც ვოცნებობდი“ – თქვა შაკირამ.
„რა სჭირს სახეზე?!“ – შაკირა კონცერტზე ჟერარ პიკეს ფიტულმა შოკში ჩააგდო – ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

დაშორებასთან გამკლავებაში მომღერალს მამამისი უჭერდა მხარს, რომელიც ბარსელონაში ჩავიდა, რათა ქალიშვილთან ერთად ყოფილიყო.
„მე იმდენი ტკივილი გადავიტანე, მაგრამ შესაძლოა, ამან მოულოდნელად უფრო ბრძენი გამხადა ან სულ მცირე, უფრო ძლიერი. ამბობენ, რომ რაც არ გკლავს, გაძლიერებს და ეს სიმართლეა. ზოგჯერ სწორედ გაჭირვებისა და ტკივილის მეშვეობით ვხვდებით, თუ რამდენად ძლიერები შეგვიძლია ვიყოთ. ტანჯვა ზოგჯერ უკეთეს ადამიანად გაქცევს, გაიძულებს, დააფასო შენი მეგობრები და მხარდაჭერა“ – აღნიშნა მომღერალმა.

შაკირამ აღიარა, რომ ოთხი წლის შემდეგ, მას ჟერარის მიმართ ორაზროვანი გრძნობები აქვს: „მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი შვილების გამო“ – თქვა შაკირამ და ასევე გააზიარა სიახლეები პირადი ცხოვრების შესახებ. „ამჟამად რომანტიკული ურთიერთობები არ მაქვს. ჩემს ცხოვრებაში ამისთვის ადგილი და დრო არ არის. ისედაც გადატვირთული ვარ რაღაცეებით. ჩემი შვილები ჩემი პრიორიტეტია. და ჩემი კარიერაც. უცნაურია, მაგრამ ჩემი საქმე ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს. ასევე, მსიამოვნებს მარტო დროის გატარება“ – დასძინა მომღერალმა.