„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც მისი თქმით, თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.
„მოგეხსენებათ, ხვალ 26 მაისია, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მივულოცო სრულიად საქართველოს. ყველა რეგიონსა და ქალაქში დაგეგმილია ხვალ ღონისძიებები. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ეკადრება ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას. უმრავლესობის სხდომას, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ ჩვენი დელეგატები სხვადასხვა რეგიონიდან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
