LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტეხასში ერთ ავარიაში ერთდროულად ორი Lamborghini განადგურდა

106
1428x1428

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის გარეუბანში, ძალიან ძვირად ღირებული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს Lamborghini Aventador S და Lamborghini Revuelto დაეჯახა. Carscoops-ის ინფორმაციით, ორივე სუპერქარი პრაქტიკულად განადგურებულია, თუმცა მძღოლები უვნებლად გადარჩნენ.

ღია ცისფერი Lamborghini Aventador S ავარიის შემდეგ მთლიანად დაიწვა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ავტომობილიდან მხოლოდ ფარები და წინა ბამპერის ნაწილი გადარჩა, დანარჩენი კი ან ცეცხლმა გაანადგურა, ან სერიოზულად დაზიანდა. აშშ-ის ბაზარზე ასეთი მოდელის ფასი დაახლოებით 500 ათასი დოლარიდან იწყება.

Lamborghini Revuelto შედარებით ნაკლებად დაზიანდა, თუმცა ავტომობილს ფაქტობრივად აღარ აქვს წინა ნაწილი, მათ შორის წინა მარცხენა ბორბალი და საკიდარის სისტემა. სპეციალისტების შეფასებით, ასეთი რთული კონსტრუქციის სუპერქარის აღდგენას აზრი აღარ აქვს. მეორად ბაზარზე Revuelto-ს ფასი დაახლოებით 600 ათასი დოლარიდან იწყება.

საერთო ჯამში, ავარიის ზარალი მილიონ დოლარზე მეტს აღწევს.

შემთხვევის მიზეზი ოფიციალურად ჯერ უცნობია. მეხანძრეები ადგილზე მაშინ მივიდნენ, როცა ერთ-ერთი ავტომობილი უკვე იწვოდა, ხოლო პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებია. თვითმხილველების თქმით, ავარიამდე ცოტა ხნით ადრე ორივე Lamborghini ტრასაზე ერთად მოძრაობდა და მათ მეზობლად მოძრავი პიკაპიდან ვიდეოსაც უღებდნენ. სავარაუდოდ, კონტენტისთვის გადაღება გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები