სალომე გოგიაშვილის ახალ გადაცემაში „ამბავი“, რომელიც მალე „რუსთავი 2“-ზე გავა, დიზაინერი თათა ვარდანაშვილი პასუხობს წამყვანის კითხვას, თუ როგორ დარჩა მარტო 4 დღის შვილთან ერთად.
„ბავშვით ხელში დაგტოვა, გაკოცა, წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა…“, ასე მიმართავს სალომე თავის სტუმარს.
„დემეტრე იყო 4 დღის. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. 24 წლის ვიყავი მაშინ. ახლა ვარ 55 წლის. უფრო მეტი ხანი გავიდა, ვიდრე მანამდე მქონდა ნაცხოვრები…“, აღნიშნავს თათა ვარდანაშვილი.
