LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო მოთხოვნის გამო სელინ დიონი კონცერტებს მომავალ წელსაც გამართავს

112
photo-collage.png (4)

სელინ დიონმა უპრეცედენტო მოთხოვნის გამო საფრანგეთში, Paris La Défense Arena-ზე მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილ კონცერტების სერიას, კიდევ 6 თარიღი დაამატა.

ცნობილი გახდა, რომ შემსრულებელი იმავე ვენიუზე მსმენელის წინაშე მომავალ წელსაც წარდგება. დამატებითი შოუები 2027 წლის 8 მაისიდან 29 მაისამდე გაიმართება.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, საკულტო არტისტის პარიზული რეზიდენცია ჯამში 26 კონცერტს მოიცავს.

სელინ დიონმა ახალი სიმღერა გამოუშვა, რომელიც მომღერლის მიერ ბოლო წლებში გადატანილ ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლის სიმბოლოდ აღიქმება

შეგახსენებთ, რომ მომავალი კონცერტების სერიით სელინ დიონი სცენაზე, 2022 წლის შემდეგ დაბრუნდება. ცნობილი ფაქტია, რომ 2022 წლის შემოდგომაზე მუსიკოსს იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადების – გაშეშებული ადამიანის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც იძულებული გახდა დაგეგმილი მსოფლიო ტურნე გაეუქმებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები